ღამეა...
ო, როგორ მცივა
და როგორ მენატრები,
შენ კი გგონია, რომ არ მეყვარები...
შენთვის ვიღაც უცხო ვარ,
ჩემთვის ვიღაც უფრო ხარ...
ქუჩიდან მესმის რაღაც ტანგოს ხმა,
შენ მოდიხარ და... მგონი ახლოს ხარ,
არ აგვერევა ფეხი ტანგოში,
მთელ ღამეს გავატარებთ მგონი ამბორში.
ცოტა ფეხი ამერია,
"მოდი, ხომ არ დაგველია?"
ფეხი ხომ არ აგერია?
მგონი შეწუხდი უკვე კითხვებით,
ჩემით იღლები და არა სიტყვებით...
უკვე ვკამათობთ... ტანგოს ხმა შეწყდა,
წვიმაც წამოვიდა და ჩემი შეგრცხვა...
No comments:
Post a Comment